ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მგალობლიშვილმა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი მოინახულა და მოსახლეობის საჭიროებს და არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა და განათლება.

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტროების თითოეული პროგრამა მაქსიმალურად მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზეა მორგებული და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს. ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ეფექტური რეაგირების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას