ნინო ლომჯარია - ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გაიგონოს ხალხის ხმა - ნებისმიერი მსვლელობა, მარში ქართველი ერის ხმას აგონებს და აწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გაიგონოს ხალხის ხმა - ნებისმიერი მსვლელობა, მარში ქართველი ერის ხმას აგონებს და აწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქართველი ხალხის ევროპული კურსი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

„საქართველოს ევროპული კურსი ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას და შესაძლებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან დიდხანს დაემუქროს ძალიან რეალური საფრთხე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გაიგონოს ხალხის ხმა, რომელიც უნდა გამიჯნოს ძალაუფლებაში მყოფი ძალის ინტერესებისგან. მათი ინტერესები არ არის დემოკრატიული რეფორმების გატარება, ევროინტეგრაცია, ეს არის ხალხის სურვილი, კონსტიტუციური ნება. ნებისმიერი ასეთი მსვლელობა, მარში ქართველი ერის ხმას აგონებს და აწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა იდგნენ ჩვენს გვერდით და დაველოდოთ იმ მომენტს, როცა ეს ყველაფერი გახდება რეალური“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ევროპის მოედნამდე მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას