ლევან მგალობლიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 99 წლის აფხაზეთიდან დროებით დევნილ ორესტი ბერულავას ესტუმრა

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულრიფშელ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

„ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ასეთ ადამიანებს და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მეხსიერება იმ გმირობისა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვება მოიტანა. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და სიმტკიცის საფუძველს წარმოადგენენ და მათი დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ინფორმაციის თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

მათივე ცნობით, დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთ ვეტერან არტემ კოპალიანთან იმყოფებოდნენ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან ასევე 1000 ლარი გადაეცემა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას