თეონა აქუბარდია - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ განზრახვაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმი საქართველოში რუსეთის ინტერესების გასატარებლად ყველაფერს აკეთებს - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ განზრახვაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

აქუბარდია სწორედ ამ კონტექსტში ხსნის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბალტიის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთში ჩასვლა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით შესძლო.

აქუბარდიას აზრით, რობერტ ფიცოსთვის საქართველოს საჰაერო სივრცის დათმობა ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს. როგორც მან განმარტა, ამით “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს რუსულ სივრცეში არა მხოლოდ დაბრუნებას, არამედ დამკვიდრებას.

“დასავლეთისგან სრულ იზოლაციას ახდენენ და საქართველოს ოკუპანტ რუსეთთან მარტოს ტოვებენ. მაკა ბოჭორიშვილი დასავლეთს მხარდაჭერისთვის აღარც კი მიმართავს. რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენების შემდეგი ფაზა იქნება ის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება არა ისე, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვიონ, არამედ თბილისში მესამე საელჩოს დაამატებენ. ამისთვის ირაკლი კობახიძე შესანიშნავი კანდიდატურაა. ამ განზრახვას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა გატეხეს და ქვეყნის დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოახერხეს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

აქუბარდიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ დროს საქართველო “ასოცირების ტრიოში“ ჩემპიონი და ლიდერი ქვეყანა იყო. დღეს კი, კანდიდატის სტატუსის მიუხედავად, არის რეალობა, “როცა რეჟიმმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობის კარი გამოუხურა და კიდევ უფრო ცუდი მომავლის პერსპექტივა შექმნა“.

“საქართველოს სიმდიდრე ყოველთვის იყო დემოკრატია და ღირებულებები, რითიც ჩვენ ევროპის ნაწილად უნდა ვქცეულიყავით. საქართველოს ნავთობი და გაზი არა აქვს. ქართველი ხალხი ავტორიტარული ქვეყნების საზოგადოების მსგავსი არ არის, სადაც უსამართლობას, ადამიანების ჩაგვრას, ქალის შეურაცხყოფას და მტრისთვის მეგობრის ძახილს ადვილად იტანენ, ატარებენ და ეგუებიან. ამიტომაც არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ წინააღმდეგობას, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად 160 დღეა მიმდინარეობს, ვერაფერი მოუხერხეს. ამიტომაც არის, რომ ისინი დასავლეთის დამატებითი სანქციების საფრთხის წინაშე არიან.

როდესაც საუბარია იმის თაობაზე, რომ საქართველოში შესაძლოა აზიური ტიპის ავტორიტარული სახელმწიფო ვიხილოთ, მე ამის არ მჯერა. საქართველოს თავისი გეოპოლიტიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე შეუძლებელია რუსული გავლენის ობიექტი არ იყოს. მეორე ფრონტი საქართველში სწორედ რუსეთმა ჰიბრიდული ომის ტაქტიკით - ივანიშვილის ხელის ბიჭების მეშვეობით გახსნა.

მაშინ როდესაც სომხეთი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ხდება, ხოლო საქართველო ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას კარგავს, როცა სომხეთი ევროკავშირისაკენ იყურება, ხოლო რეჟიმი გვეუბნება, რომ ევროკავშირი ცუდი და უსამართლოა, ეს არის ის არასწორი რეალობა, რაც ხალხის არჩევანის თანახმად, არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ!“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას