ლევან მგალობლიშვილი - რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან სივრცეს აფხაზ თანამოქალაქეებთან

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას სთავაზობს, არამედ ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან სივრცეს აფხაზ თანამოქალაქეებთან, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა რუხში განაცხადა, სადაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი ბენეფიციარებისთვის სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და დროებით დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

„დღის განმავლობაში, თბილისის წამყვანი კლინიკების პროფესიონალი სპეციალისტების უფასო სამედიცინო მომსახურება 400-ზე მეტმა დროებით დევნილმა მოქალაქემ მიიღო. ასევე ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარებს ყველა საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.

დღესვე, სამედიცინო აქციის ფარგლებში, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართალის“ მხარდაჭერით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეტლი გადაეცა, ხოლო ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ედიტა კოდუას ინიციატივით, პირველადად დადასტურებულ შაქრიანი დიაბეტის მქონე დევნილ ბენეფიციარებს საჩუქრად გლუკომეტრის აპარატები დაურიგდათ.

სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას