ხატია დეკანოიძე ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას საქმეზე - წარმოუდგენელია, რისთვის დააჯარიმეს? ან რისთვის ითხოვდნენ პატიმრობას? ეს ნიშნავს, რომ შსს სოციალურ ქსელსაც აკონტროლებს? ყველაფერზე შეუძლიათ დაგიჭირონ და პატიმრობა მოითხოვონ

წარმოუდგენელია, რისთვის დააჯარიმეს 4000 ლარით? ან რისთვის ითხოვდნენ პატიმრობას? ეს რას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელსაც აკონტროლებს? ყველაფერზე შეუძლიათ დაგიჭირონ და პატიმრობა მოითხოვონ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმის შეფარდებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ყურაშვილისა და ბაღათურიას პატიმრობას შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გადაზიარებული ვიდეოს გამო ითხოვდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გადაზიარებული ვიდეოს გამო მირანდასა და ანას პატიმრობას ითხოვდა და საერთოდ არც ანი და არც მირანდა იქ არც ყოფილან. როდესაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა, მთელი დარბაზი ცრუ მოწმეებით გაავსეს, საშუალებაც არ გვქონდა, რომ სასამართლო დარბაზში შევსულიყავით.

წარმოუდგენელია, რისთვის დააჯარიმეს 4000 ლარით? ან რისთვის ითხოვდნენ პატიმრობას? ეს რას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელსაც აკონტროლებს? ყველაფერზე შეუძლიათ დაგიჭირონ და პატიმრობა მოითხოვონ.

მანდატურები დევნიდნენ ადამიანებს თვითონ სასამართლო დარბაზიდან. მანდატურებიც არიან სისტემის ნაწილი, ჩვეულებრივი ჯალათები, ასევე იმ ცრუ მოწმეებმა, რომლებიც რეჟიმის წარმომადგენლები არიან, უნდა აგონ სათანადო პასუხი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას