დავით ასათიანსა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) პრეზიდენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 აპრილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) პრეზიდენტმა, დომენიკ ნაპოლეტანომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი მარია სლაზაკი და ნიუ -იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) საერთაშორისო სექციის წარმომადგენლები ჯეი სეიფერი და გიორგი ჭეხანი.

ვირტუალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ ფორმალური პარტნიორობაა, არამედ ორ ორგანიზაციას შორის საერთო ღირებულებებზე: სამართლის უზენაესობაზე, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის სიმბოლოა.

„ჩვენი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ცოდნის გაზიარების, ერთობლივი ინიციატივებისა და პროფესიული უნარების გაძლიერების კუთხით. ეს არის შანსი, შევქმნათ დიალოგი იურიდიულ სფეროში არსებულ ახალ გამოწვევებზე და განვავითაროთ იურიდიული პროფესია,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული მემორანდუმი სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ევროპული და ამერიკული იურიდიული პროფესიების გაძლიერების მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას