„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თელავში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, გენერალურ მდივანთან, ირაკლი კუპრაძესთან და აღმასრულებელ მდივანთან, დეა მეტრეველთან ერთად, თელავში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოალიციის ლიდერებმა თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ბერძენაშვილი წარადგინეს და პარტიის ახალ წევრებს პირადად გაეცნენ.

„ამ ვიზიტით „ძლიერი საქართველო“ აგრძელებს და ინტენსიურს ხდის საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს.

რეგიონული კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა.

შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, არაღიარებული ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ღალატია.

რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სჭირდებათ დეტალური და პირდაპირი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რეგიონებში პროტესტის კერების გაფართოების შესახებ.

რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემაა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე სამუშაოებისა და ოპოზიციის დასავლელ მეგობრებთან კოორდინაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, რათა მოხდეს არაღიარებული ხელისუფლების მაქსიმალური იზოლაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეჟიმის დამფინანსებლების და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე მოძალადეების სანქცირება აშშ-სა და EU ქვეყნების მხრიდან.

რეგიონებში მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა, რადგან რაც შეიძლება მალე მოხდეს რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.

„ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის კოალიციის ლიდერებთან კოორდინაცია მნიშვნელოვანია, პროტესტში ჩართულობის და ერთობლივი ბრძოლის ეფექტურად წარმართვისთვის”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას