ლევან ხაბეიშვილი - საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს - „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები „ერთმანეთს აწმენდენ ხელს“.

„ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს და ეს ნიშანი უნდა იყოს „ხარებასთვის“ და გომელაურისთვის, რომ პოლიტიკურ გილიოტინაზე სწორედ წულუკიანი, სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური წარუძღვებიან. მაკო გომურის თვალს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც საშინელი სანახავი იყო და გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით და სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული, ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას