ანა ნაცვლიშვილი - თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან - დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის

დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან - იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას.

როგორც ნაცვლიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, "მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად - არაფერი დამიშავებია" აღარ მუშაობს.

„რატომ არის უმნიშვნელოვანესი დღეს დაწესებული ოთხი ახალი სანქცია ბრიტანეთის მხრიდან? იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის, როდესაც მათი თანამდებობრივი მდგომარეობა და კანონი მათ მოქმედებას ავალდებულებდა.

აქამდე ჩვენ ძირითადად იმათი დასანქცირების მოწმეები ვიყავით, ვინც უშუალოდ გასცა ადამიანის უფლებების დარღვევის ბრძანება და/ან ხელმძღვანელობდა მის აღსრულებას. დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან, ზუსტად ისეთი, როგორსაც ითხოვს ადამიანის უფლებათა სამართალი:

მარტო იმ შემთხვევაში კი არ დასანქცირდებით, როდესაც ხალხს არბევთ და სცემთ, არამედ მაშინაც, როდესაც გევალებათ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და არ იძიებთ! ამიტომ, "მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად - არაფერი დამიშავებია" აღარ მუშაობს.

ამ დასანქცირებულებს რაღა ეშველებათ და სხვა პირებმა გაითვალისწინოთ, სჯობს, სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულებისთვისაც დაისჯებით“,- წერს ნაცვლიშვილი თავის „ფესიბუქ“ პოსტში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას