გიგი წერეთელი - საბჭოთა რუსეთის სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ, არასდროს ამოიშლება ისტორიიდან და ხალხის მეხსიერებიდან - მათი მემკვიდრეები კი დღესაც ცდილობენ, გადაეღობონ საქართველოს თავისუფლების გზაზე

საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ, არასდროს ამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი წერეთელმა 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, საბჭოთა რუსეთის მემკვიდრეები დღესაც ცდილობენ, გადაეღობონ საქართველოს თავისუფლების გზაზე.

„9 აპრილი არის დღე, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სწორედ ამ იდეას შეეწირნენ ადამიანები და მათი ხსოვნის პატივისცემა ყოველთვის იქნება თაობების ვალდებულება. ამავდროულად, ამ მძიმე და ასევე საამაყო ერთიანობის დღეს, უნდა გვახსოვდეს, თუ ვინ იყო უდანაშაულო ადამიანების სასტიკად დარბევის, მკვლელობის, დასახიჩრების თუ მოწამვლის იდეოლოგი და ავტორი. საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არასდროს არ ამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან. მათი მემკვიდრეები კი დღესაც ცდილობენ გადაეღობონ საქართველოს თავისუფლების გზაზე, მოახდინონ იზოლაცია დემოკრატიული მსოფლიოსგან და ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ქვეყანა. ესაა დღეს რუსული ჰიბრიდული ომის მიზანი და 9 აპრილს ამის მკაფიოდ არ შეხსენება, სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება. საქართველოს თავისუფლების იდეა კი მაინც გაიმარჯვებს”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას