ხატია დეკანოიძე - 9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ წევრები და საჯარო მოხელეები მოიყვანეს იმისთვის, რომ ადამიანებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 9 აპრილის მემორიალთან „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო მოხელეები იმისთვის მიიყვანა, რომ „პატიმრების დედებსა და ოჯახის წევრებს, ადამიანებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ“.

„ივანიშვილს სურს საქართველო საბოლოოდ ჩააბაროს რუსეთს და ქვეყანა იყოს მისი სამფლობელო რუსეთის გავლენების ქვეშ. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნიდან ხალხი გააძევოს, დაიჭიროს და გააქციოს ახალგაზრდები, გაჭირვებაში ჩატოვოს და უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყაროს ხალხი და მხოლოდ თვითონ იყოს კარგად და მისი კლეპტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი. ესენი არიან პატიმრების ოჯახის წევრები და აქ, რა მოხდა - „ქართული ოცნების“ წევრები და საჯარო მოხელეების მოიყვანეს იმისთვის, რომ ადამიანებს, პატიმრების დედებსა ოჯახის წევრებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ. წარმოუდგენელია, თუ რას კადრულობს რეჟიმი. ამიტომ ჩვენთვის ეს ბრძოლა კვლავ გრძელდება. რა თქმა უნდა, 9 აპრილი ტრაგედიის გარდა არის ჩვენი დამოუკიდებლობის დიდი ზეიმი, კვლავ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის“, - განუცხადა ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“.

საქართველოს პარლამენტთან, სადაც 9 დაღუპულთან მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. მოქალაქეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას