ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

მთავრობის ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით - ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაპირველად სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ორი დღეში შეცვალა და მინისტრის პოსტზე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას