დავით ასათიანი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის თემა „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენცია იყო, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ახლახან დაამტკიცა.

დავით ასათიანი პრემიერ-მინისტრს კონვენციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი და ისტორიული დოკუმენტი ევროპის მასშტაბით ადვოკატთა უფლებების გაძლიერებისა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიების მიმართულებით.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ ვფიქრობ, კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ჩაიარა. ვისაუბრეთ კონვენციის მნიშვნელობასა და საქართველოში მისი რატიფიცირების აუცილებლობაზე. კონვენციაზე ხელის მოწერის ცერემონია ლუქსემბურგში, მაისში გაიმართება და მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის“, -აღნიშნა დავით ასათიანმა.

მათივე ცნობით, „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის“ ტექსტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 12 მარტს დაამტკიცა. შეთანხმება, რომელიც ადვოკატთა უფლებების გაძლიერებასა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიებს ითვალისწინებს უპრეცედენტოა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ჩვენს ქვეყანაში კონვენციის რატიფიცირება ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობისა და გაძლიერების გზით, ხელს შეუწყობს სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და ადვოკატთა როლის აღიარებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას