ვატო სურგულაძე - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ არ ვაღიარებთ პარლამენტს - ეს არის ქურდი პარლამენტი, ეს არის ფსევდო მთავრობა და ფსევდო პრეზიდენტი

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კომისიის სხდომაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს. ეს არის ქურდი პარლამენტი, რომელმაც მოიპარა არჩევნები. ეს არის ფსევდო მთავრობა, ეს არის ფსევდო პრეზიდენტი, აღარაფერს ვამბობ წულუკიანზე, „ქალბატონოთი“ ვერ მივმართავ მაგ ქალს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა ვატო სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ არ ჩაიბარეს “ძლიერი საქართველოს” ოფისის წარმომადგენლებმა წერილი, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისია ითხოვდა ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვაზე მისულიყო.

„ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი. მას არც წესებთან და არც რეგლამენტთან არ აქვს კავშირი. გასაგებია, მოიტანეს წერილი ბადრი ჯაფარიძისთვის დასაბარებლად, თუმცა წერილს ოფისი ვერ ჩაიბარებდა, რადგანაც ის იყო პერსონალური. წერილი რომ ყოფილიყო “ძლიერ საქართველოს” სახელზე დაწერილი, რა თქმა უნდა, მას ოფისმენეჯერიც და იურისტიც ჩაიბარებდნენ, მაგრამ წერილი იყო პერსონალური.

ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესები. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კომისია სხდომაზე იმიტომ არ მივიდნენ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ პარლამენტს, ეს არის ქურდი პარლამენტი, რომელმაც მოიპარა არჩევნები; ეს არის ფსევდო მთავრობა, ეს არის ფსევდოპრეზიდენტი, აღარაფერს ვამბობ წულუკიანზე, "ქალბატონოთი" ვერ მივმართავ მაგ ქალს. ამიტომაც არ მივედით. წერილის წერა რომ უნდა ისწავლონ, ეს უკვე სხვა საქმეა”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას