თეონა აქუბარდია - „ვენეციის კომისიის“ დასკვნას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან კავშირი არ აქვს - ოქტომბრის არჩევნების შესახებ საუბარი „ოცნების“ დღის წესრიგია

თვითმმართველობის არჩევნების მარტში შემოტანა, რა თქმა უნდა, „ოცნების“ დღის წესრიგია იმისთვის, რომ გადაფაროს სახალხო პროტესტის მთავარი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნების კუთხით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ახლა საუბარი, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში შედის.

„ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდეც ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა ჰქონდა გამოგზავნილი საარჩევნო კოდექსში ადგილებზე, რომელსაც მაშინ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რომელიც „ოცნებამ“ დაძლია.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის გამოწვევას და შიშს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. ოქტომბრის არჩევნების შესახებ საუბარი დღეს, რომელიც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის „ოცნების“ დღის წესრიგი. ჩვენ, აქამდე არცერთი პარტიის დღის წესრიგით არ გვიმოქმედია და რა თქმა უნდა, არც ახლა არ ვიმოქმედებთ“,-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს და ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას