ირაკლი პაპიაშვილი - გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს - მისი მდგომარეობა, კვლავ მძიმეა, ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს

ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც პაპიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმეა.

„9 დღეა, რაც შიმშილობს! ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში! გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!

ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!

დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც აღწერს გიორგის მდგომარეობას. გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“,- წერს პაპიაშვილი.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, მისი შვილი მე-18 დაწესებულების კლინიკაშია გადაყვანილი.

“ახლა გადაიყვანეს. მე მანამდე მივედი, შევაგზავნე მისი პირადი ნივთები და ჯერ კიდევ საკანში იყო და შეგზავნის მომენტში, უკვე ინფორმაცია მომაწოდეს, გადაიყვანესო და შემდეგ ზარიც შემოვიდა ჩემს ტელეფონზე პენიტენციური მე-18 დაწესებულებიდან, რომ თქვენი ვაჟი, გიორგი ჩიკვაიძე ჩვენს საავადმყოფოშია შემოყვანილიო”, - განაცხადა ეკა წერეთელმა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას