კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, გურიაში ტექნიკა შეიყვანეს

კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” გურიაში ტექნიკა შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მესამე დღეა ოზურგეთში „ძლიერი საქართველოს” საგანგებო შტაბი მუშაობს, რომელიც მოხალისეებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას ანაწილებს ცხელ ხაზზე შემოსული მისამართების მიხედვით.

„გურიაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად და თოვლისგან გზების გასაწმენდად, კოალიცია “ძლიერი საქართველო” კერძო პირებისგან და კომპანიებისგან, მათ მფლობელობაში არსებულ JCB ტიპის ტრაქტორებს ქირაობს. დაკონტრაქტებული მძიმე ტექნიკა, უკვე შევიდა სტიქიის ზონაში. დაწყებულია დამატებითი ტრაქტორების მობილიზება.

მესამე დღეა ოზურგეთში “ძლიერი საქართველოს” საგანგებო შტაბი მუშაობს, რომელიც მოხალისეებისა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას ახდენს, ცხელ ხაზზე შემოსული მისამართების მიხედვით.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთსა და ლანჩხუთში, პირადად არიან ჩართული კოალიციის ლიდერები, ალეკო ელისაშვილი, ვახტანგ სურგულაძე, გიორგი სიორიძე და ლადო ქვილორია, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან და მოხალისეებთან ერთად.

საგანგებო შტაბის ცხელი ხაზი მუშაობს 24/7 . ტელ: 599 93 84 84, 577 50 30 09“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას