ირაკლი ქარსელაძე - უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები - თოვლის ძალიან დიდი მოცულობის გამო, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გურიისა და იმერეთის რეგიონების მიმართულებით თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.

როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, კლიმატური პირობებისა და თოვლის დიდი მოცულობის გამო, გამოწვევა კონკრეტული მიმართულებებით, ჯერ კიდევ არსებობს.

„უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და კიდევ ემატება სპეციალური ტექნიკის ერთეულები და ადამიანური რესურსი. საერთაშორისო და სახელმწიფოებრივ გზებზე ვაგრძელებთ გაწმენდით სამუშაოებს, რაც საშუალებას გვაძლევს, დაკავშირებადების პრობლემა არ იყოს. რა თქმა უნდა, ამავდროულად, არის კონკრეტული მდებარეობები, სადაც კლიმატური პირობებისა და თოვლის ძალიან დიდი მოცულობის გამო, რეალურად ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. ამ მიმართულებითაც მობილიზებულია ბევრი საშუალება. ტექნიკასთან ერთად მოგეხსნებათ, ჩართულები არიან მაშველები, ჯარი. ამ რესურსების გამოყენების შედეგად გვაქვს წინსვლა. შეიძლება ითქვას, რომ კლიმატური პირობები გურიაში უპრეცედენტოა და სტიქიურ ხასიათს ატარებს. ამავდროულად, უხვი ნალექია, ინტენსიურად თოვს იმერეთში და შესაბამისად, იმერეთის მიმართულებითაც მობილიზებულია. იქაც უწყვეტი რეჟიმით ხდება თოვლის წმენდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა უპასუხა კითხვას ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ „თოვის დაწყებიდან ყველაფერი მობილიზებული იყო“.

„თოვის დაწყებიდან ყველაფერი მობილიზებულია, მანამდეც კი. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ რეალურად, მთავარი საკომუნიკაციო არტერიები ყოფილიყო შესაბამის მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, შეიძლება ითქვას, გადაუღებლად თოვდა. სწორედ ამ მობილიზაციით, ტექნიკის და ადამიანური რესურსების მაქსიმალური ჩართულობითაა უზრუნველყოფილი დღევანდელი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, გრძელდება ეს ძალისხმევა. მასშტაბიდან გამომდინარე, ეს არ არის მოკლევადიანი ამოცანა. შესაბამისად, ეს ძალისხმევა გრძელდება იმგვარად, რომ ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს არის, შესაბამისად გადაიჭრას“, - განაცხადა ქარსელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას