გიორგი გახარია - წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილის სახე, როცა ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუნხენიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

გუშინ კი პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას