კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა - საბჭო, რომელიც 2027 წლიდან უნდა შექმნილიყო, აღარ შეიქმნება

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა - საბჭო, რომელიც 2027 წლიდან უნდა შექმნილიყო, აღარ შეიქმნება.

კონკურენციის სააგენტოს მართვა იმავე მოდელით გაგრძელდება, რაც დღეს არსებობს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომლის საფუძველზეც მთელი რიგი კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სააგენტოს მართვის ორგანოს - საბჭოსა და სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებებს ეხება.

2020 წელს კონკურენციის შესახებ კანონის ფუნდამენტურად შეიცვალა. ცვლილება მთელ რიგ საკითხებთან ერთად, კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობისაც შეეხო. კერძოდ, სააგენტოს მმართველობითი ორგანო პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭო უნდა გამხდარიყო. თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება, კანონის თავდაპირველი რედაქციით 2021 წლიდან იყო გათვალისწინებული, თუმცა, ამოქმედების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. კანონის ბოლო რედაქციით აღნიშნული ნორმების 2027 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით რიგი გამოწვევები არსებობს, რომლებიც როგორც სააგენტოს ტექნიკურ-მატერიალურ რესურსებთან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის სახსრების გამოყოფასთან არის დაკავშირებული.

„კონკურენციის სააგენტოს არსებული მართვის ფორმა არის ეფექტიანი, კარგი და საბჭოს შექმნის საჭიროება არ არსებობს“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც თანაფრაქციელებთან ერთად, საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას