სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე - ეს არ არის კანონი, ეს არის დაანონსებული უკანონობა, რეპრესიები, ძალადობა, რომელიც არ ტოვებს სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, კრიტიკისთვის ან შეკრება-მანიფესტაციებისთვის

ეს არ არის კანონი, ეს არ არის კანონის გამკაცრება, ეს არის დაანონსებული უკანონობა, დაანონსებული რეპრესიები, ძალადობა, რომელიც არ ტოვებს არანაირ სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, უბრალო კრიტიკისთვის ან შეკრება-მანიფესტაციებისთვის, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ასეთი სისასტიკე და ძალადობა რეჟიმის ხელისუფლებიდან განდევნის პროცესს აჩქარებს.

„როგორც ჩანს, რეჟიმი ფიქრობს, რომ რაც მეტი დაკავებული, დაჯარიმებული, ნაცემი ადამიანი ეყოლება, ამით ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგრძლივებს, თუმცა გადახედონ ისტორიას, განსაკუთრებით მსოფლიოში ბოლო ათწლეულების ისტორიას და ნახავენ, რომ ასეთი სისასტიკე და ძალადობა პირიქით, აჩქარებს რეჟიმის ხელისუფლებიდან განდევნის პროცესებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე, სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე აიკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება - იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით; ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3-წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარაც.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას