ზურაბ ჯაფარიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვდით მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ - დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე წერს.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან სასაუბროდ შეხვდნენ.

„სპეციალურად შევხვდით მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ. დეტალებით დაინტერესდა. დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-18 დღეა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას