თამარ კორძაია - არსებობს ერთი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მას დამორჩილებული ე.წ. ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში დამნაშავეთა ჯგუფია

არსებობს ერთი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მას დამორჩილებული ე.წ. ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში დამნაშავეთა ჯგუფია, - ასე შეაფასა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კორძაიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას სამართალთან კავშირი არ აქვს და არის „აღვირახსნილი ძალადობა“.

“სასამართლოსთან და სამართალთან აქ არანაირი კავშირი არ არსებობს. ჩვენ არ ვართ იმ რეალობაში, როდესაც პოლიტიკური ლოგიკით უნდა ვიაზროვნოთ, არ არსებობს ამ ქვეყანაში როგორც სამართალი, ასევე პოლიტიკა. საქმე ისაა, რომ არსებობს ერთი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მას დამორჩილებული ე.წ. ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში დამნაშავეთა ჯგუფია. ძალიან რთულია ჩვენისთანა ადამიანებმა, რომლებიც მთელი ცხოვრება ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის, კონსტიტუციის დაცვისთვის და ასე შემდეგ, გავიგოთ ისინი რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ. მათი ლოგიკა არის, რომ ისეთი ადამიანიც კი, როგორიც მზია ამაღლობელია, ციხეში გაუშვა. ეს არ არის ლოგიკა, ეს არის აღვირახსნილი ძალადობა“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ - სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას