სერგო ჩიხლაძე - საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ერთპარტიული, იქ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ -  ეს თვითგამოცხადებული კომისია იქნება

საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ერთპარტიული, იქ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ - ამიტომ ამ კომისიის ფუნქციონირება ლეგიტიმური ვერ იქნება,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე, „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში შექმნის, თვითგამოცხადებული კომისია იქნება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას თავისი პროცედურები, წესები და კვოტები აქვს. კომისია ვერ იქნება ერთპარტიული, იქ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ. კომისია ერთი პარტიისგან დაკომპლექტებული ვერ იქნება, თუმცა „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში, რამდენიმე ადამიანები შეიკრიბება და საგამოძიებო კომისიის სახელს დაირქმევენ, მაგრამ ეს თვითგამოცხადებული კომისია იქნება, როგორც თვითგამოცხადებული პაპუაშვილი, თვითგამოცხადებული კობახიძე. ამიტომ ამ კომისიის ფუნქციონირება ლეგიტიმური ვერ იქნება“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას