ეკა ბესელია წინა ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივ შეფასებაზე - ტყუილი და ცარიელი სიტყვებია,  12 წლის მერე რომ ამას ლაპარაკობენ,  საკუთარ თავს იტყუებენ? ვინმეს სჯერა ამ სისულელის?

იურისტ ეკა ბესელიას განცხადებით, ცარიელი სიტყვებია „ქართული ოცნების“ განცხადება, რომელიც 2003-12 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას ეხება. ბესელიას შეფასებით, ეს ყველაფერი ფარსი და ტყუილია.

„ყველაფერი ისეთი ტყუილი და ცარიელი სიტყვებია, რომ 12 წლის მერე რომ ამას ლაპარაკობენ, ვის ატყუებენ, საკუთარ თავს იტყუებენ? ვინმეს სჯერა ამ სისულელის? პარტიის აკრძალვა პარლამენტში საერთოდ არ ხდება. ამით უკვე ესენი ერთმანეთს ატყუებენ. აღარ ვიცი, ვის სჭირდება ასეთი მდარე ინფორმაციის გაზიარება, ასეთი სისულელეების მოსმენა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას