კახა ქემოკლიძე „ქართულ ოცნებაზე“ - ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ, კეთილი ინებონ და გამოიტანონ ჩანაწერი - ესენი არიან უტიფარი დემაგოგები, შეგნებულად იტყუებიან, ხავს ებღაუჭებიან

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელზეც აპელირებენ, რომ „ომში ეპატიჟებოდა“.

როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მათ კეთილი უნა ინებონ და გაასაჯაროვონ ჩანაწერი.

„ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, რომ თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ და თითქოს ამათ კომპრომატები აქვთ. გამოიტანონ, რატომ არ გამოაქვთ? გინდათ გითხრათ რატომ არ გამოაქვთ? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი სახელი და გვარები, ვისზეც აპელირებენ და ზუსტად ვიცი თარიღი, როდესაც ჰქონდათ კომუნიკაცია იმ ადამიანთან, რომელიც არა კონკრეტული სახელმწიფოს სახელით საუბრობდა, არამედ პერსონალურად თავის შეხედულებას რაღაცაზე აყალიბებდა. კეთილი ინებონ და გამოიტანონ ჩანაწერი, რომლითაც აპელირებენ.

ის ადამიანი, რომელზეც ისინი საუბრობენ, სახელმწიფოს სახელითაც არ საუბრობდა, თქვენ წარმოიდგინეთ და ისინი ამას ყიდიან ისე, როგორც აგიტაცია-პროპაგანდის ინსტრუმენტს. აშშ-ს, ბრიტანეთს ან რომელიმე სახელმწიფოს ომის დაწყება რომ სდომებოდა, ელჩის დონეზე კი არ იქნებოდა კომუნიკაცია, რომელიც, ხაზს ვუსვამ, არც ყოფილა, არამედ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდოდა ან ესენი ჩავიდოდნენ იქ და იქ მოხდებოდა შეთანხმება, ასეთი საჭიროება რომ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები „უტიფარი დემაგოგები“ არიან.

„ესენი არიან მატყუარა, უტიფარი დემაგოგები, რომლებიც შეგნებულად იტყუებიან იმიტომ, რომ სხვა მანევრირების რესურსი არ დარჩენიათ. ხავს ებღაუჭებიან, ამ „დიფ სთეითისა“ არ იყოს. ამათ რომ „დიფ სთეითი“ დაამაგრეს სასაუბრო ენაში, გეგონება ტრამპი დადგება და მაგის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას ან დაიჯერებს, რომ ესენი მართლა კონსერვატორები ან მართლა მართლმადიდებლობის დამცველები არიან. არ ვიცნობდე მაინც, მართლმადიდებლობის დამცველები კი არა, კომუნისტებივით არიან. ყველაზე მეტს რომ საუბრობენ „ლგბტ“ პროპაგანდაზე, ყველაზე მეტად იყვნენ ჩართული „ლგბტ“ პროპაგანდაში“, - განახადა კახა ქემოკლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას