სერგო ჩიხლაძე - პოლიტიკური ძალების, ასევე, დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს - ახალი არჩევნების დანიშვნას

ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ასევე, მთელი დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს -ახალი არჩევნების დანიშვნას, - ამის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი გამოყენებული იქნება პროპაგანდული მიზნებისთვის, თითქოს დასავლეთში ვიღაც „ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმს აღიარებს“.

„ნებისმიერი მსგავსი ვიზიტი ივანიშვილის რეჟიმის და რუსული პროპაგანდის მიერ, გამოყენებული იქნება თავიანთი პროპაგანდული მიზნებისთვის, თითქოს დასავლეთში ვიღაც აღიარებს ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმს, თითქოს არჩევნებს აღიარებს ვინმე და ა.შ. თუმცა ეს ასე არ და ვერ იქნება, რადგან არსებობს ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა და ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩანიშვნა და 50-ზე მეტი დაპატიმრებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საქმეების შეწყვეტაა. ეს არის პოზიცია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ეს არის, ასევე, მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია. ვხედავთ, ევროკავშირის ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატების და პოლიტიკოსების პოზიციას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს -ახალი არჩევნების დანიშვნას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას