ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ალექსანდრე წულაძემ ალი ქაან ორბაის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელზე მუშაობაც დასკვნით ფაზაშია და მისი ხელმოწერა მომავალ წელს იგეგმება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, თურქეთსა და საქართველოს შორის ახალგაზრდობის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით ორი ქვეყნის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წარმატებული ურთიერთანამშრომლობა. თურქეთის ელჩმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა მინისტრს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას