ოლიმპიური კომიტეტი - დღეიდან, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი იწყებს მოგზაურობას

თბილისში, „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობისცეცხლი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა, ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი შალვა გოგოლაძემ ჩამოიტანეს. ინფომაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მშვიდობის ცეცხლი ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს გადაეცა.

„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშვიდობის ცეცხლი იტალიის დედაქალაქში, რომში სიმბოლურ ცერემონიაზე აინთო.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "ბაკურიანი - 2025" 9-16 თებერვალს გაიმართება და სპორტის რვა სახეობაში ჩატარდება, რომელსაც სპეციალურად, ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ამით ევროპაში მერვე ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩატარებული ექნება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ფესტივალის განმავლობაში, საქართველოს 2000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება, რომლებიც, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად, ერთმანეთს ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრებიან.

ბაკურიანი 2025 ის მასპინძლობა, განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ქვეყანაში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების კუთხით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას