რუსთავში კიდევ ერთი ახალი  შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა.

მათი ცნობით, მე-12 მიკრო/რაიონში, მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილი ახალი სკვერის მშენებლობა უკვე დასრულდა და წინასაახალწლოდ ცოცხალი ნაძვებით მოირთო.

„რუსთავში მოსახლეობის თხოვნით შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას ვაგრძელებთ. დღეს კიდევ ერთი მულტიფუნქციური სკვერი გავხსენით მე-12 მიკრორაიონში. ახალ სკვერში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა უბნის პატარებისთვის მორთულმა ცოცხალმა ნაძვის ხემ შექმნა. საუბნო ნაძვის ხეების ერთად მორთვა, კიდევ ერთი კარგი ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებში დავამკვიდრეთ”, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ცნობით, ახალი სკვერი, მე-12 მიკრორაიონის N18-19-20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ/მ ტერიტორიაზეა გაშენებული. ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში, სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი და მწვანე სივრცეებია მოწყობილი.

რუსთავის მერია მოსახლეობის თხოვნით შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას აქტიურად აგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას