არმაზ ახვლედიანი - ბრიუსელი მიჰყვება „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ დასანქცირების, არამედ არაღიარების და იზოლაციის გზას

ეს მხოლოდ დასაწყისია, სულ მალე უნდა ველოდოთ ფინანსურ სანქციებს, რაც პირველ სანქციებზე გაცილებით უფრო მძიმე და მტკივნეული იქნება დასანქცირებული პირებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირში მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, დასავლეთი საზოგადოებას უწევს ანგარიშს, სრულად სოლიდარულია, მაგრამ “დამრბევებს, მოძალადეებს, პოლიციური რეჟიმის” წარმომადგენლებს ასანქცირებს.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიზანმიმართულად ჩამოერთმევათ თავისუფლად გადაადგილების უფლება ევროკავშირის ტერიტორიაზე, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ადამიანებისთვის წესდება შეზღუდვა. დასავლეთი საზოგადოებას უწევს სრულად ანგარიშს, სრულად სოლიდარულია, მაგრამ დამრბევებს, მოძალადეებს, პოლიციური რეჟიმის წარმომადგენლებს ასანქცირებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამის შემდეგ იქნება ის, რომ სულ მალე უნდა ველოდოთ ფინანსურ სანქციებს, რაც ამ პირველ სანქციებზე გაცილებით უფრო მძიმე და მტკივნეული იქნება დასანქცირებული პირებისთვის. სანქციები გავრცელდება ოჯახის წევრებზეც. დასანქცირდება არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ სულ მცირე ხნის შემდეგ საბოლოოდ ითქმება ბრიუსელის და ვაშინგტონის მიერ, რომ ისინი არ ცნობენ ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ბრიუსელი მიჰყვება „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ დასანქცირების გზას, არამედ ფაქტობრივად არაღიარების და მისი იზოლაციის გზას. „ბრიუსელში ახლა საუკეთესოდ ესმით რასთან და ვისთან აქვთ საქმე ივანიშვილის სახით. სწორედ ამიტომაა, რომ ასე თანმიმდევრულად, დაჟინებით, ბრიუსელი მიჰყვება „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ დასანქცირების გზას, არამედ ფაქტობრივად არაღიარების და მისი იზოლაციის გზას. ამ გზაზე სოლიდარულია, რა თქმა უნდა, ვაშინგტონიც. მთელი დასავლური სამყარო გაერთიანდა იმ მიზნით, რომ ერთის მხრივ დაიცვას ქართველი ხალხის დასავლური, ევროატლანტიკური არჩევანი, მერეო მხრივ არ ჩააბაროს საქართველო პუტინს და მესამე, შეინარჩუნოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში სტრატეგიული პარტნიორი, საქართველო“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას