ქეთევან თურაზაშვილი - გუშინ მთელმა ქვეყანამ ნახა წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ მიერ

გუშინ საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ ნახა წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ მიერ, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის საფუძველზე, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი, თანაგუნდელის ალეკო ელისაშვილის დაკავებას.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების დაკავების პარალელურად, ძალადობრივად დაკავებული, ნაცემი და დასახიჩრებული ახალგაზრდების ფაქტების გამოსაძიებლად გამოძიება არაფერს აკეთებს.

„არც ერთი საქმე გამოძიებული არაა, რომელიც ეხება ჩვენ ახალგაზრდებს და მათ დამტვრეულ ძვლებს. ახალგაზრდებს დევნიან, ასახიჩრებენ, ხოლო ჩვენი პოლიცია არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით.

მინდა შეგახსენოთ და მოვუწოდო ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, რომ თქვენი ვალდებულება მოქალაქეების დაცვაა და არა მათი დევნა. აბსოლუტურად ყველა მოძალადე დაისჯება, ისევე როგორც, დაისჯება ყველა ვინც ჩვენ ევროპულ მომავალს ხელს უშლის. ეს იცოდეთ და ამიტომ სანამ გვიან არ არის, დადექით სწორ მხარეს, დაიცავით მოქალაქეები და არა ბიძინა ივანიშვილი.

ამასთანავე, მოვითხოვ აქციის დაკავებული მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ე.წ. სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ განხორციელებული ძალადობის ყველა ფაქტის გამოძიებას და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას,“ - განაცხადა თურაზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას