განათლების მინისტრი - ჩვენ გაქვს საარჩევნო შედეგების მიხედვით მონაცემები, რამდენი ადამიანია ჩვენი ამომრჩეველი და რამდენი არა - სია რამდენი მასწავლებელია დღეს ოფიციალურად გაფიცული, უწყებას არ აქვს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ინფორმაციით, სია რამდენი მასწავლებელია დღეს ოფიციალურად გაფიცული, უწყებას არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის განათლების სექტორში, გამოხატავს უკმაყოფილებას მმართველი ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

„ჩვენ გაქვს საარჩევნო შედეგების მიხედვით მონაცემები, რამდენი ადამიანია ჩვენი ამომრჩეველი და რამდენი არა. სასწავლო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა არის ათიათასობით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი იქნება, მათ შორის მმართველი ძალის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო და ხელს მოაწერს პეტიციას. არ გვაქვს ინფორმაცია და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი არც არის, ვინც ოფიციალურად მოგვმართა, რომ არის გაფიცვის რეჟიმში, არც იქნება ნორმალური რაღაც რაოდენობები გვქონდეს, რამდენი მასწავლებელია ასეთი... [გაფიცული]. სასწავლო პროცესი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის არის მოწოდებული სამინისტრო, ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული ყველა სკოლაცა და უნივერსიტეტიც. სია, რამდენი მასწავლებელია დღეს გაფიცული, არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც სკოლებში დღეს არ არის მაღალი დასწრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი ჩაიშალა, ან არ მიმდინარეობს, პირიქით, სასწავლო პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ, როგორც აქამდე მიმდინარეობდა.

კიდევ განვმარტავ, რომ ვიცით, ზოგადად საქართველოს რამდენი მოქალაქე არ არის ჩვენი მომხრე და რამდენია ჩვენი მომხრე, რამდენმა დაუჭირა მხარი სახელისუფლებო პარტიას. აქედან გამომდინარე, ისიც ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები, პირობითად, ჩვენი მოსახლეობის 35%, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილები არიან, არის ყველა სფეროში, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში. საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულია ასიათასობით ადამიანი. 50 ათას აჭარბებს მხოლოდ მასწავლებლების რაოდენობა, ამას ემატება პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრების, ადმინისტრაციის, სამინისტროსა და სსიპ-ებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის ჩვენს სექტორში, გამოხატავს უკმაყოფილებას მმართველი ძალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, გაფიცულია პედაგოგების ნაწილი. სასწავლო პროცესს არ ესწრება მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობაც. ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია უნივერსიტეტების ნაწილში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას