თამარ კორძაია - ქვეყანაში ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი - ახალგაზრდები არ დათმობენ, გააგდებენ და ბრუნდებიან

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტმა შედეგი უნდა გამოიღოს იმიტომ, რადგან „ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ“ იბრძვიან.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენების მიუხედავად, უკან არ იხევენ და პროტესტს აგრძელებენ.

„ეს არის პროტესტი იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას არ უნდა დაემორჩილონ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პროტესტმა შედეგი უნდა გამოიღოს იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები არ დათმობენ, გააგდებენ და მაინც ბრუნდებიან, ეს არის ყველაზე მთავარი“,-განაცხადა კორძაიამ.

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. ამასთან, ტერიტორიის გათავისუფლების დროს არიან დაკავებულები და დაშავებულები, რომელთა რაოდენობაც ამ დროისთვის, უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას