კობა კობალაძე „ხარაგაულობა 2024“ დღესასწაულს დაესწრო

ხარაგაულის ახლად რეაბილიტირებულ ცენტრალურ პარკში „ხარაგაულობა 2024” აღინიშნა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ხარაგაულობის“ მთავარი ნაწილი - „საპატიო ხარაგაულელების“ დაჯილდოების ცერემონია იყო, სადაც კობა კობალაძემ, საპატიო ხარაგაულელის წოდებით, ადგილობრივი მკვიდრი, ვახტანგ ტალახაძე დააჯილდოვა.

„ვახტანგ ტალახაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს ხარაგაულში. იგი ღვაწლმოსილი რკინიგზელია. ამჟამად მუშაობს საქართველოს რკინიგზაში ელმავლის მემანქანედ. ელმავლით მას გავლილი აქვს ერთ მილიონ კილომეტრზე მეტი. აღნიშნული ჯილდო კიდევ 11 ადამიანს გადაეცა.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ხარაგაულობა 2024”-ის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი ის კუთხე იყო, სადაც ხარაგაულის სოფლებს მათთვის დამახასიათებელი სამზარეულო, იმერული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციით ჰქონდათ წარმოდგენილი.

„ხარაგაულობა 2024”-ით, იმერეთში, სახალხო დღესასწაულების სერია დასრულდა. დღესასწაულის ბოლოს, ადგილობრივებისა და მოწვეული სტუმრების განწყობაზე „თეატრალურის კვარტეტმა” იზრუნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას