ოთარ შამუგია კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დირექტორს თომას ერიქსონს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დირექტორს, თომას ერიქსონს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF) თანამშრომლობა და ის პროექტები, რომელიც საქართველოში ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებების შერბილებას, ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას და ტყის მდგრად მართვას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მიზნად ისახავს საიმედო ინფორმაციის მოპოვებას საფრთხეებისა და კლიმატის რისკების შესახებ და რომელიც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. GCF-ის მხარდაჭერით, ჩვენ დავამონტაჟეთ ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური აღჭურვილობა და მეწყრულ უბნებზე დავიწყეთ მონიტორინგი; ასევე, დავასრულეთ ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკების შედგენა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმით, GCF-ის მიერ მიწის აღდგენის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით მხარდაჭერილი პროგრამები პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს სოფლის თემებს და მათ შეცვლილ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციაში დაეხმარება.

ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მნიშვნელოვნად ზრდის გარემოს დაცვის პროექტების მიმართულებით; ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომ უფრო ქმედითი გახდეს იმ ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებების შერბილებას.

თომას ერიქსონმა საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და მინისტრის მიერ დასმული აქცენტები დადებითად შეაფასა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას