კახა ქემოკლიძე - შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას ეხება, მონაწილეობას არ ვიღებთ - 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც

იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილება.

კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის თვლის, რომ იმ შეხვედრებში მონაწილეობა, რომელიც მიტინგების ორგანიზებას შეეხება, აუცილებელი არ არის და ეს მათ არასდროს დაუმალავთ.

„არის შეხვედრები, სადაც ვმონაწილეობთ, არის შეხვედრები, სადაც არ ვმონაწილეობთ. იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არც დაგვიმალავს არასდროს, ეს არ არის აუცილებელი და არც დიდ პრობლემად მიმაჩნია“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები, 25 ნოემბრის აქციას შეუერთდებიან და ამასთან, მონაწილეობას მიიღებენ მის დაგეგმვაშიც.

„არის აქციები, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ ისე, როგორც უნდა ვმონაწილეობდეთ და ასეთი აქციების დროს გარკვეული კოორდინაცია არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ შეკრებას, მაინც და მაინც ამ ტიპის აქციების კოორდინაციაში და დაგეგმვაში უნდა ვიყოთ ჩართული. ეს ასე არ არის და არ იქნება.

მე არ ვიცი ოპოზიცია საბოლოო ჯამში რას გადაწყვეტს, მაგრამ 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, ცხადია მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე იქ იდგება იმ კონკრეტულ დღეს და სხვადასხვა დროის მონაკვეთში“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას