თამარ კორძაიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის 30-მა წევრმა წარადგინა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების­ არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის 30-მა წევრმა წარადგინა, სარჩელი კი სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს.

კორძაიას თქმით, აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი 25 ან 26 ნოემბერს შეიკრიბება, არაკონსტიტუციურია.

„დღეს, საქართველოს პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერით გაიგზავნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს პარლამენტის 30-მა წევრმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი. მეორეს მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25 ან 26 ნოემბერში იქნება არაკონსტიტუციური“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას