ილია დარჩიაშვილი - უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც გერმანიის კანცლერი თავმჯდომარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და საინტერესო მექანიზმია იმისთვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკურად ასოცირებული ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ.

„პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის დისკუსიაში და პირველი იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია და ამ დისკუსიაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს გერმანიის კანცლერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ პლენარულ სესიაში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან ერთად შეჯამდება გამართული დისკუსია. ვფიქრობთ, ჩვენთვის მსგავსი ტიპის პლატფორმაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ევროპული ინტეგრაცია და გარდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროპული ინტეგრაცია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას