ოთარ შამუგია - მივესალმებით სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებას, ჩვენ ქვეყანაში ღია საინვესტიციო გარემოა

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და ადგილობრივების დასაქმებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ არაბული კომპანიის „Fadox International Assets Holding” გენერალურ მენეჯერთან ჯამალ ალ-სალაჰატისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის ბაღების გაშენებას და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას დაეთმო. მინისტრი სოფლის მეურნეობაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას მიესალმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

„ქვეყანაში გვაქვს ღია საინვესტიციო გარემო და დაცული ყველა პირობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განხორციელდეს. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკაც, რაც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აქვს. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორციელება. სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს. მომავალ 4 წელიწადში კიდევ უფრო გავზრდით სექტორის დაფინანსებას. საქართველოში ნუშის წარმოებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, ფერმერებმა სახელმწიფოს მხარდაჭერით დაახლოებით 5 000 ჰა-მდე ნუშის ახალი ბაღები გააშენეს. აქტიურად ვითარდება გადამმუშავებელი სექტორიც. ამ მიმართულებით ინვესტიციებს მხოლოდ მივესალმებით, ვფიქრობ, ეს ბაზარზე კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანია „Fadox International Assets Holding”, რომელიც დუბაიშია დაფუძნებული, „Fadox Group”-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. მას სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო პროექტების დაფინანსებისა და ინვესტიციების მართვის მიმართულებით ათწლეულების გამოცდილება აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას