რუსთავში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერი #1 უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
„ჩემი ხმა საქართველოს ერთიანობას, ჩვენი ქალაქების და სოფლების აღმშენებლობას და განვითარებას, ქვეყნის ნამდვილ ევროპულ მომავალს მივეცი.
დიდი იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველები, ჩვეული სიმშვიდით მოვიხდით მოქალაქეობრივ ვალს და უკვე ხვალიდან, გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას”, - განაცხადა რუსთავის მერმა.