არმაზ ახვლედიანი - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ძალის გამოყენებით მიყვანილი ხალხის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ძალის გამოყენებით მიყვანილი ხალხის დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს. 26 ოქტომბერს, ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ივანიშვილს ეტყვის არას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას განაცხადა.

როგორც არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები დღევანდელი ღონისძიებით ალბათ, კმაყოფილები არიან, თუმცა შაბათ დღეს მათი კმაყოფილება გაქრება.

„მთელი მთაწმინდაც რომ გაავსოს, ივანიშვილი დამარცხებულია იმიტომ, რომ როცა ხელისუფალს სჭირდება ასეთი მეთოდებით ხალხის შეკრება იმისთვის, რომ საკუთარ თავს თუ სხვას დაუმტკიცოს, რომ მან წინასაარჩევნოდ შემაჯამებელ მიტინგზე უფრო მეტი ადამიანი შეკრიბა, ვიდრე შეიკრიბნენ 20 ოქტომბერს ოპოზიციის მომხრეები, ეს უკვე ნიშნავს პირწმინდად წაგებას. არ ვიცი, ამას იაზრებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, ახლა, ადამიანების ამ სიმრავლეს რომ ხედავენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები, სადღაც მაინც კმაყოფილები არიან, მაგრამ ეს კმაყოფილება გაქრება შაბათ დღეს. აქციაზე, ასე ამ სახით ძირითადად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ძალის გამოყენებით მიყვანილი ხალხის დიდი ნაწილი მათ მხარს არ დაუჭერს. 26 ოქტომბერს, ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ივანიშვილს ეტყვის - არა.

26 ოქტომბერი არის ყველასთვის, ვინც ახალ რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზეა, სხვებისთვის, ვინც ოპოზიციას ვუჭერთ მხარს, ყველასთვის არის მიჯნა და შესაძლებლობა, რომ ამის შემდეგ აღარცერთ უმრავლესობას, კოალიციას, აღარ დასჭირდეს ამ ფორმით, სამარცხვინო ფორმით ხალხის შეკრება მხარდასაჭერად, თვალის ახვევა ვიღაცისთვის, ეს უსუსურობის ნიშანია და სხვა არაფერი.

გვაქვს არაერთი გაკვეთილი, წარსულის გამოცდილება, რომ წინა მმართველებს ბევრი ადამიანი მოუყვანიათ ე.წ. მხარდამჭერ შეკრებაზე და მაინც წაუგიათ. აუვსიათ სტადიონები, რუსთაველიც და სხვა ადგილებიც“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას