ძიუდოში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით, ტრადიციული ტურნირი - აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში 2010-2015 წლებში დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა - დავით მორგოშიამ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ- ლევან თევზაიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე - კობა კობალაძეს და ამავე სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე - ჯანდრი უბირიასთან ერთად, აფხაზეთის წარმატებული ძიუდოისტები და ძიუდოს აკადემიის ხელმძღვანელები სამინისტროს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

შესაბამისი მედლებით, დიპლომებით და თასებით დაჯილდოვდნენ ტურნირის პრიზიორი სპორტსმენები.

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ჯინჭარაძე, მინისტრის მრჩეველი - ანი კიტია, სამინისტროს თანამშრომლები და ძიუდოს გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება და ძიუდოს განვითარებასა და პოპულარიზაციას, ნიჭიერი და პერსპექტიული ძიუდოისტების გამოვლენას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას