გიორგი ბოტკოველი - გაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს როგორ აიძულებენ ე.წ. კრიმინალებთან ტანდემში იმუშაონ, ადამიანები დააშინონ და აიძულონ არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზონ

გაქვს ინფორმაცია, თუ როგორ არიან საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე განაწილებულები სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, როგორ აიძულებენ მათ ე.წ კრიმინალებთან ერთად ტანდემში იმუშაონ, რათა ადამიანები დააშინონ, პირადობის მოწმობები ამოიღონ და აიძულონ ისინი, რომ [არჩევნებზე] 41 ნომერი შემოხაზონ - მივმართავ პოლიციას - ეს არის მათი მუნდირის შეურაცხყოფა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დანაშაულია, ადამიანების იძულება, რომ მათ არჩევნებზე ხმა ოპოზიციას არ მისცენ“.

„საზოგადოებას მინდა მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ როგორ ექცევა და შეურაცხყოფს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პოლიციელს და ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. გაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ არიან საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე განაწილებულები თბილისში და სხვადასხვა რეგიონში მომუშავე პოლიციელები, ჯარისკაცები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები; როგორ აიძულებენ მათ ე.წ. კრიმინალებთან ერთად ტანდემში იმუშაონ, რათა დააშინონ ადამიანები, ამოიღონ პირადობის მოწმობები და აიძულონ, რომ 41 ნომერი შემოხაზონ.

მინდა მივმართო პოლიციელს, ყველა იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც რეალურად, უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას - ეს არის მათი მუნდირის შეურაცხყოფა. მე, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, არ შეურაცხვყოფ მათ და არ გავავრცელებ, არ გავასაჯაროებ იმ სიებს, რომელიც მე მათი შიდა წყაროებიდან მაქვს მატერიალურად მოწოდებული. ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებო, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებო, ძალიან ბევრო ჩემო მეგობარო, რომელსაც გაიძულეს, ჩამოსულიყავით, კარდაკარ გევლოთ და გეიძულებინათ ადამიანები, რომ მათ ოპოზიციისთვის მხარი არ დაეჭირათ, ეს არის დანაშაული. მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ დანაშაულში არ ჩაებათ, რადგან ამ დანაშაულის შესაბამისად, თქვენი საქმიანობა უპირველესად, შეურაცხყოფს თქვენს ოჯახებს, შვილებს და თქვენი შვილების ევროპულ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას