„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, მეორე სვირისა და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ, რომელიც ადგილობრივებისთვის აქტუალურია და მათი გადაჭრის გზებზეც ერთად იმსჯელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ბოლო წლების განმავლობაში სვირში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ ჩემი გუნდის ნაკეთები საქმისათვის, მოქალაქეები მადლიერებას გამოხატავენ და მათ სჯერათ და სწამთ, რომ ის მცირედი გამოწვევები, რაც დარჩა მოსაგვარებელი, ეტაპობრივად მოგვარდება. მათ ასევე, კარგად იციან, რომ დაწყებული საქმე კვლავ აქტიურად გაგრძელდება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც გამონახა დრო და მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას