„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ლილოს დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა ისაუბრა რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, შეადარა სამგორის რაიონში რამდენიმე წლის წინ არსებული მდგომარეობა ახლანდელ რეალობას და აღნიშნა, რომ ყველა ამ პროექტის შესრულება შესაძლებელი გახადა მმართველი გუნდის მიერ ხანგრძლივად შენარჩუნებულმა მშვიდობამ.

ამასთან, მათივე ცნობით, ვარლამ ლიპარტელიანი შეეხო ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ელჩის განცხადება გარკვეულწილად მუქარის შემცველია, თუმცა ქართველ ერს მუქარით და შანტაჟით ვერავინ შეაშინებს, საქართველო 26 ოქტომბრის არჩევნებში იქნება ერთიანი, როგორც არასდროს და ხმას მისცემს მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას