ზურაბ აბაშიძე - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ევროპული დემოკრატიის ღირებულებების ერთგულებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა, ასევე, საარჩევნო პროცესების დაკვირვების მიზნით, უკვე აკრედიტებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

„ძალიან ვაფასებთ, რომ ეს ფაქტები დადებითად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და დიპლომატიური მისიების მხრიდან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ზრუნვას მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესზე, როგორც ეს ეუთო-ს მიერ იქნა აღნიშნული. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან პირობებში თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გზას აირჩევს ევროპული მომავლისკენ. საქართველომ დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენი ღირებულებები ევროპულთან ყველაზე ახლოსაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ საერთო ინტერესები ევროპელ პარტნიორებთან უფრო ძლიერია, ვიდრე განსხვავებები შეხედულებებში. ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაგრძელებას როგორც ადგილობრივი დემოკრატიის, ისე ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების განვითარების სასიკეთოდ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას