ოთარ გრიგოლია - ვხედავთ ცხად განზრახვას, კონგრესმა გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა, 47-ე პლენარულ სესიაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე დეკლარაცია მიიღო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სესიას 92 დელეგატი ესწრებოდა. საქართველოს შესახებ დეკლარაციას 76-მა დელეგატმა მისცა ხმა, 10 წინააღმდეგი იყო, 6-მა კი თავი შეიკავა. დეკლარაციის მიღებამდე მისი განხილვა და დებატები გაიმართა.

უწყების ცნობითვე, დებატებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია მონაწილეობდა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, კონგრესის დებატებმა საქართველოში შესაძლოა პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდოს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დეკლარაციაში წარმოდგენილი ზოგიერთი ფაქტი არასწორი ან გაზვიადებულია. კონგრესი ამ დეკლარაციით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, რაც საქართველოსთვის რეალური პრობლემაა. თუმცა დღეს მიმდინარე დებატებმა შესაძლოა პოლარიზაცია გაზარდოს და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დეკლარაცია პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ.

შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროსაბჭოს კონგრესი დაინტერესებულია, გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კი არ გააძლიერებს დემოკრატიას არც საქართველოში და არც კონგრესში. ვხედავთ ცხად განზრახვას, კონგრესმა გავლენა მოახდინოს არჩევნებზე“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის ერთგულია.

„ჩვენ თანამშრომლობისა და დიალოგის ერთგულნი ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ გრძელ გზას ევროპული მომავლისკენ, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, იმავდროულად ვიმუშავებთ იმ რთული პერიოდის დასაძლევად, რომელიც გამოწვეულია უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია 15 ოქტომბერს გაიხსნა და 17 ოქტომბერს დასრულდება. მასში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მონაწილეობენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას