თეონა აქუბარდია - კითხვებზე პასუხგაუცემლობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ივანიშვილის „ოცნება“ ქვეყნის ნამდვილ სუვერენიტეტს და როგორი ყალბია მისი ბუნდოვანი დაპირება ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით

ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დააბრალა საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ომის დაწყება, ხოლო ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელი სეპარატისტებისთვის ცალმხრივი სამარცხვინო ბოდიშის შემდეგ, კვლავ მოითხოვა ქვეყნის ილუზორული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისე, რომ კვლავ არ ხსნის, თუ როგორ და რა გზით აერთიანებს ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა და მისგან ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ათასი ჰექტრის ე.წ ჩუქების საკითხზე შესაბამისი მოკვლევა და მანდატის ფარგლებში რეაგირება მოსთხოვა.

„ბატონმა ივანიშვილმა არ გასცა გიორგი გახარიას საჯარო კითხვებს საჯარო პასუხი მის მიერ საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამაზიანებელი განცხადებების შემდეგ, თუ რა ფორმით და პირობებით ფიქრობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ე.წ.დამოუკიდებლობის უკან გაწვევით და საოკუპაციო ჯარების უკან გაყვანით, ან რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის ითხოვდა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს და მით უფრო, უმრავლესობას.

ამ კითხვებზე პასუხგაუცემლობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ივანიშვილის „ოცნება“ ქვეყნის ნამდვილ სუვერენიტეტს. იმავდროულად, როგორი ყალბია მისი ბუნდოვანი დაპირება ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ყოველკვირა ვისმენთ დამატებით ტერიტორიულ პრეტენზიებს ოკუპირებული ცხინვალიდან თრუსოს ხეობასა და გუდაურზე, მაშინ, როცა მედიასაშუალებების გზით საჯაროვდება ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ათასი ჰექტრის ბატონი ლუკაშენკოსთვის და ბელარუსულ კომპანიაზე უკანონოდ ჩუქების შესახებ, მაშინ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იმალება და არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დაიცვას ქვეყნის გაცხადებული ინტერესები, საზოგადოებისთვის ყველაფერი კიდევ უფრო ცხადია.

თუმცა, ამის მიუხედავად, მინდა შევახსენო საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ისევე როგორც მისი მანდატი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის და მოვითხოვო მისგან ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ათასი ჰექტრის ე.წ ჩუქების საკითხზე შესაბამისი მოკვლევა და მანდატის ფარგლებში რეაგირება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ჟურნალისტების ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში საჩუქრად 200 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს.

20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის (სანაპირო ზოლზე) შპს „ჟემჩუჟინა 2010“-სთვის გადაცემას ე.წ. პრემიერ-მინისტრი 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკოს ოკუპირებულ ბიჭვინთაში „ვიზიტიდან“ მეორე დღეს დასთანხმდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას